ქართველმა სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულებები „წელში გატეხეს, - ამის შესახებ მთავრი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ დღეს, პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანინში შესატანი ცვლილბების პროექტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, ნარკოდანაშულმა 2007 წლიდან 2011 წლამდე 54%-ით შემცირდა.
„ჩვენი მიზანია, რომ ჯარიმებიდან შემოსული თანხის ნაწილი ისევ ნარკოდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციას მოხმარდეს. ბოლო წლების განმავლობში ნარკოდანაშულმა მნიშვნელოვნად იკლო, ამიტომ აუცილებელი მისი დეკრიმინალიზაცია არ გახდეს დანაშულის მაპროვეცირებლი, მაშინ როდესაც ჩვენ ნარკოდანაშაული წელში გავტეხეთ", - მიაჩნია საყვარელიძეს.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში პარლამენტს სტატისტიკას მიაწვდის, სადაც აღწერილია რამდენმა პირმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშული ნარკოდამოკიდებულმა პირებმა.
„ამ შემთხვევაში არ გვულისხმობთ ნარკოდანაშუალს, რადგან ნარკოტიკების მოხმარება არის სხვა დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელი", - აცხადებს პროკურორის მოადგილე.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილბების ძირითადი პრინციპები დეპუტატებს პროექტის ინიციატორმა გიგი წერეთელმა გააცნო.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, პროექტის განხილვა და ტექსტზე მუშაობა მომავალ კვირას კომიტეტებზე კველავ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონპროექტის ინიცირება ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში 2008 წელს მოხდა.