დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლაშა ჯანაშვილმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავად ჯანაშვილმა განუცხადა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დღეს განცხადება დავწერე და დავტოვე თანამდებობა. მინდა ვთქვა, რომ ჩემი მხრიდან თანამდებობის დატოვებაში სხვა მიზეზები არ ყოფილა", - განაცხადა ჯანაშვილმა.
მისი თქმით, გამგებლის თანამდებობაზე ნატო ბადაგაძე დაინიშნა.