საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პოლიტიკური მომავლის ღიად განცხადების ეშინია, - ამის შესახებ „ქრისტიან-დემოკრატმა" ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა.
„მას ეშინია თქვას საკუთარი პოლიტიკური მომავის შესახებ, რადგან იცის, რომ თუ იტყვის „მივდივარო" ის ხალხი ვინც ტაშს უკრავდა „მიდი მიშას" ძახილით ზურგს პირველი შექცევს და გაიქცევა", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე შეფასებით, თუ სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრად დარჩება, ასეთ დროს ზურგს დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო საზოგადოება შეაქცევს და ეს მან კარგად იცის.
„ზუსტად ვიცით, რომ ის ქართულ ხელისუფლებაში ვერ დარჩება, მაგრამ ამის სათქმელად სააკაშვილს ჯერ ვაჟკაცობა არ ჰყოფნის", - მიაჩნია ვეფხვაძეს.
მისივე შეფასებით, წლიური ანგარიშის დროს პრეზიდენბტისგან უფრო მეტ სოციალურ ინიციატივის გაჟერებას ელოდა, მით უფრო, რომ საარჩევნო წელია.
„ერთადერთი რაც მისგან მოვისმინეთ მრვალშვილიანების დახმარების ინიციატივა და წყევალ იყო. რატომ დაგვწყევლა და რატომ გავიშვა ყველა საავადმყოფოში თავის თავის ჩათვლით სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.