საქართველოს მიერ რუსეთთან ცალმხრივად სავიჟო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ პუტინის ანტიქართული განწყობების დანერგვას გააბათილებს, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში ექსპერტმა, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის აპარატის უფროსმა ვასილ ჭყოიძემ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართული ხელისუფლებისგან ეს ნაბიჯი იდგმება იმ ფონზე, როდესაც პუტინი თავის საარჩევნო კამპანია აგებული აქვს, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება წარმოაჩინოს როგორც რუსეთის და რუსი ხალხის მტერი.
„საქართველოს ხელისუფლების მხირდან ეს ნაბიჯი კი არის ერთგავარი გამაბათულებელი პუტინის ანტიქართული განწყობის დანერგვის. ამით რუსული ხალხი დაინახავს, რომ საქართველოში არ არის ანტირული სენით შეპყრობილი არც საზოგადოება და არც ხელისუფლება", - მიაჩნია ჭყოიძეს.
მისივე შეფასებით, რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებას პრაგმატული მნიშვნელობაც აქვს, კერძოდ კი ის ხელს შეუწყობს რუსი ინვესტორების და ტურისტების მოზიდვას, რაც საქართველოს ეკონომიკას წაადგება.
რაც შეეხება ქართული მხარის ახალ ინიციატივას დასავლეთის თვალში, ექსპერტს მიაჩნია, რომ მათი მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯად შეფასდება, ისევე როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს დათანხმება.
ამასთან, ჭყოიძე განმარტავს, რომ სავიზო რეჟიმის შემოღებისთვის აუცილებელი არ არის ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა არსებობდეს.
„ეს არის კონკრეტული სახელმწიფოს გადაწყვეტილება და უფლება შემოიღოს ისეთი რეჟიმი, როგორც მას სურს", - აცხადებს ვასილ ჭყოიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის დროს ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას უკავშირდება.