"როცა ბათუმს თქვენ და თქვენი მეგობრები მართავდით ეს იყო შავ ფერებში გადაწყვეტილი უგზოო ყველაზე გაუნათებელი ქალაქი რომელიც მინახია მსოფლიოში, ერთ-ერთი ყევლაზე დანგრეული ქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე განადგურებული ინფრასტრუქტურით", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმცირესობის ლიდერის გიორგი თარმაძის კითხვაზე - საქართველოს აინტერესებს სად იქნება მიხეილ სააკაშვილი, პასუხის გაცემისას.
"რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება გაღიზიანებდეთ მცირე ჰესები, თქვენ შეიძლება თქვათ რომ მესტია სიღნაღი ბათუმი ეს არის სექსუალურად მოუმწიფებელი ხელისუფლების ახირება, რომელსაც ეს მხოლოდ თავისი გართობისთვის უნდა, მაგრამ სინამდვილე ის არის რომ მაშინ როდესაც თქვენ შევარდნაძეს ეპასუხებოდით ამ დარბაზში თქვენივე მტკიცებით, რომელსაც მე ვერ ვიხსენებ სამწუხაროდ, 120 ათასი ტურისტი შემოდიოდა მაშინ საქართველოში. შარშან წინ კი შემოვიდა 2 მილიონი, შარშან 3 მილიონი, იქნება მომავალ წელს 4 მილიონი და მე მათ საკუჭნაოში ნამდვილად არ ვმალავ. ისინი ივლიან სიღნაღში, ბათუმში თბილისში. ივლიან აუცილებლად ანაკლიაში, ლაზიკაში და ეს არის სრულიად რეალობა", _ აცხადებს მიხეულ სააკაშვილი.
მისივე თქმით, როდესაც მას თარგამაძე მას მომავალი გეგმების შესახებ ეკითხება მისი პასუხი ერთია: "ჩემი გეგმები არის რომ ლაზიკა აშენდეს, ისევე როგორც ავაშენეთ ბათუმი რაც ვერასდროს ვერ წარმოედგინათ, იმიტომ რომ მაშინ როცა ბათუმს თქვენ და თქვენი მეგობრები მართავდით და არ მინდა ეს წამოგაძახოთ, უბრალოდ გვახსოვს ეს ყველაფერი, ეს იყო შავ ფერებში გადაწყვეტილი უგზოო ყველაზე გაუნათებელი ქალაქი რომელიც მინახია მსოფლიოში, ერთ ერთი ყველაზე დანგრეული ქალაქი, ერთ-ერთი ყველაზე განადგურებული ინფრასტრუქტურით. ახლა კი ეს არის ეხლა შავიზღვისპირეთის ყევლაზე ბრწყინვალე ქალაქი. ჩემი გეგმა არის ის არა მე სად ვიქნები, და თუ გაინტერსებთ მე სად ვიქნები, მე მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ვიქნები აშენებულ ლაზიკაში და თან მივიღებ მის მშენებლობაში მონაწილეობას. Eეს არის ჩემი ფუნქცია", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.