საქართველოში საწვავზე ფასის გაძვირება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის გასამდიდრებლად ხდება. ამის შესახებ „ქართული დასის" ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საწვავის გაძვირებას საქართველოში პირადად მიხეილ სააკაშვილი და მის ოჯახი ლობირებს.
„საქართველოში საწვავი კავკასიის რეგიონში ყველაზე ძვირია, მათ შორის სომხეთზე, სადაც ექსპორტი ჩვენიდან ხდება. არის კი გამოწვევულია იმისთვის, რომ სააკაშვილის ოჯახი კიდევ უფრო გამდიდირდეს", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, საქართველოში ნავთობის იმპორტი აზერბაიჯანიდან ხდება, სადაც ერთი ლიტრი ბენზინი 80 თეთრი ღირს, შესაბამისად მის ფასი ქართულ ბაზარზე მაქსიმუმ 1 ლარი 50 თეთრი უნდა იყოს, მაშინ როცა გუშინ ბენზინი კიდევ გაძვირდა და 2.40 ლარი გახდა.
ამასთან, ბაღათურია საქართველოში პურის გაძვირებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ გაუგებარია მსოფლიოში ხორბლის გაიაფებას ქართულ ბაზარზე პურის გაძვირება რატომ მოხდა.
„ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა საქართველოში 2 მილიონ 100 ათასი ადამიანი პურზე და წყლზე ცხოვრობს", - განაცხადა ბაღათურიამ.