გურჯაანში ახლადაშენებულ საავადმყოფოში სახურავიდან წყალი ჩავიდა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა აცნობეს.
„სახურავზე თოვლი დნება და წყალი ჩამოვიდა. კედლები დაინესტა. ამიტომ დაზიანებულ ადგილებს კოსმეტიკურ რემონტს ახლიდან ვუტარებთ", - აღნიშნეს მუშებმა.
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის" დაკვეთით გურჯაანში ახალ საავადმყოფოს თურქული კომპანია „უმუთ ინშაათი" აშენებს. კომპანიის წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს.