სამეგრელოს რამდენიმე სოფელში თოვლის საფარმა 50-ს სანტიმეტრს გადააჭარბა.
დიდთოვლობის გამო ავტოსატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეზღუდული იყო ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალურ მაგისტრალზე. გზის რამდენიმე მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
გზაზე უკვე დაყრილია ტექნიკური მარილი.
ყველა სამსახურთან ერთად მობილიზებულია "ენერგო პრო ჯორჯიას" ბრიგადები, რათა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მოხდეს და გაუთვალისწინებელი შემთხვევების ლოკალიზება დროულად მოხდეს.