20 წლის წინ 26 თებერვალს გამთენიისას სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქალაქ ჰოჯალის ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპაცია რუსეთის არმიის 366-ე პოლკის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. პოლკს იური ზავრიგოვი ხელმძღვანელობდა.
ჰოჯალას ოკუპაციას თან ახლდა უპრეცედენტო მხეცობა სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ. სულ რამდენიმე საათში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა და რუსული არმიის ჯარისკაცებმა 613 მშვიდობიანი და უიარაღო ადამიანი მოკლეს, მათ შორის 106 ქალი და 83 ბავშვი. 56 ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკით გამოასალმეს სიცოცხლეს. 8 ოჯახი მთლიანად გაანადგურეს. 476 ადამიანი დაინვალიდდა, მათ შორის 76 არასრულწლოვანი იყო. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 150 ადამიანი, მათ შორის 68 ქალი და 26 ბავშვი.
ქალაქზე იერიშის დროს გამოყენებული იყო 90-ზე მეტი ტანკი, ჯავშანმაქანები, ჰაუბიცები და სხვა თანამედროვე ტექნიკა. უშუალოდ იერიშის მიტანამდე ქალაქზე მასირებული საარტილერიო შეტევა განახორციელეს. ამის შემდეგ ჯავშანმაქანები ქალაქში შეიჭრნენ და მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ - თავებიდან სკალპებს ხდიდნენ და თვალებს სთხრიდნენ, ქალებს მუცლებს უჭრიდნენ, ცოცხლად მარხავდნენ და წვავდნენ. გაქცეულ მშვიდობიან მოსახლეობას ტყეში ეწეოდნენ და ხოცავდნენ.
"ყარაბაღის ოკუპაციისა და ჰოჯალის გენოციდის წინარე ისტორია 200 წლის წინანდელ მოვლენებში უნდა ვეძებოთ, როდესაც სომხებმა მასობრივად დაიწყეს დასახლება მიწებზე, სადაც ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები, ქართველები, აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები. მთიანი ყარაბაღის ხალხის ე.წ. თვითგამორკვევის უფლების ავტორები რატომღაც დუმან იმაზე, რომ წინარეოკუპაციურ პერიოდში სომხებმა ჰანკენდთან ახლოს დაანგრიეს საბჭოთის დროს დადგმული მემორიალი, რომელიც მეფის რუსეთის მიერ სომხების მთიან ყარაბაღში გადასახლების 150 წლისთავს ეძღვნებოდა.
სომხეთისგან განსხვავებით, რეგიონის ყველა ქვეყანა მრავალეროვანია. ჩვენი ქვეყნების ყველაზე მნიშვნელოვან შემადგენლად ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტულობაა. ბაქოში დღემდე ცხოვრობს 35 ათას სომეხზე მეტი, იმ დროს როდესაც სომხეთმა ქვეყნიდან ყველა ეროვნება გააძევა", _ ნათქვამია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.