ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში არსებული რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.
ოსური მხარი მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავები იარაღის კუთვნილების საკითხს არკვევენ.
"იმის გარკვევის შემდეგ თუ ვის ეკუთვნის იარაღი გადაწყდება აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე თუ იარაღი გამოძიებას გადაეცემა", _ იუწყება ოსური მხარე.