საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს სურს საქართველოში მოახერხოს პოლიტიკური პროცესების „გაყვი და იბატონეს" პრინციპით წარმართვა.
ამის შესახებ ცისკარიშვილმა პუტინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც რუსეთის პრემიერი აცხადებს, რომ მას ქართველი ხალხი უყვარს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მისთვის მიუღებლია.
„პუტინი და მედვედევი ამ ტაქტიკას ხშირად მიმართავენ. ეს ემსახურება იმას, რომ რაღაცნაირად მოახერხენო „გაყავი და იბატონეს" პრინციპით საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა. ის, რომ პუტინს ქართველი ხალხი უყვარს და მის მიერ არჩეული ხელისუფლება არ მოსწონს - ამის არავინ სჯერა. მთლიანად ეს განცხადება არის პოლიტიკური ფარსი", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, თუ პუტინს მართლა უყვარს ქართველი ხალხი და საქართველო, უნდა მასთან ურთიერთობა პირველ რიგში არ უნდა მოეწყო ის სამხედო კონფლიტი, რაც 2008 წელს განახორცილა.
„თუ რუსეთის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ აქვს ასეთი დიდი პატივისცემა, კეთილი ინებოს და საქართველოს მთავრობა, ქართული სახლემწიფო აღიაროს როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, თანასწორი პარტნიორი და არა ისე, როგორც მას სურს, რომ საქართველო იყოს „დიდი რუსეთის" შემადგენლობაში ერთი პატარა რეგიონი და გუბერნია", - მიაჩნია საპარლამენტი უმრვალესობის ლიდერს.
ამასთან, დეპუტატის თქმით, კრემლის მიზანია საქართველოში ხელისუფლება მის ხელდასმით მოვიდეს და ამისთვის აწყობენ სხვადასხვა პროვოკაციების, სამხედრო აგრესიას, შიდა არეულობების და ხარჯავენ დიდ ფულს.
„რუსეთსძალიან ბევრი გეგმა ჩაუვარდა უკვე, თუმცა დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ სქემაზე და გეგმაზე ფიქრობენ, როგორ შეცვალონ თავის სასაიკეთოდ საქართველოს შიგნით პოლიტიკურ სიტუაცია", - აცხადებს ცისკარიშვილი და აქვე დასძენს, რომ კრემლის განზრახვებს შესრულება არ უწერია და საქართველოს ყოველთვის ის ხელისუფლება ეყოლება, რომესაც ქართველი ხალხი აირჩევს.