დღეს, 23 თებერვალს პარლამენტის თავმდჯომარე დავით ბაქრაძე გურიას ეწვევა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქრაძე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში 1921 წლის თებერვალში დაღუპულ იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.
ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში პარლამენტის თავმჯდომარე იუნკერ მაკარ ბურჭულაძის მემორიალურ დაფას გვირგვინით შეამკობს, ასევე მისი სახელობის ქუჩის გახსნა მის მშობლიურ სოფელში.
ბაქრაძე ოზურგეთში სოციალურად დაუცველ ბავშვთა "დღის სახლს" გახსნის და შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართავს.