ავტოსაგზაო შემთხვევის გამო სოხუმის საქალაქო ე. წ. პარლამენტის წევრი, 26 წლის დიმიტრი ჩუკბარი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ ავტოტრასაზე, დასახლება ცანდრიპის მიდამოები მოხდა.
"იაგუარის" ტიპის ავტომობილზე მჯდომმა ჩუკბარმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ძლიერი დარტყმის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევი ირგვლივ გამოძიებას გაგრის რაიონის ე. წ. შს სამმართველო აწარმოებს.