აფხაზური მხარის ინფორმაციით, სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საშტაბო სწავლება დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ აფხაზეთის ე. წ. გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, სწავლებების დროს შემოწმდება სამხედრო დანაყოფების მომზადების დონე მტრის უეცარი თავდახმის შემთხვევაში. სამხედრო სწავლებებს ე. წ. გენშტაბის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანტიპოვი ხელმძღვანელობს.
სწავლება 17 იანვარს სრულდება.