ოსი სეპარატისტები უარს აცხადებენ გენადი ფლიევის დაკავების ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ წამოყენებული ვერსიის მიღებაზე და დაჟინებით მოითხოვენ გათვალისწინებული მხოლოდ მათ მიერ წამოყენებული ვერსია იყოს, რომლის მიხედვითაც ფლიევი ქართველმა სამართალდამცავებმა მოიტაცეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საუბარია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის გენადი ფლიევის საქართველოში თვითნებურ გადასვლაზე სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს განცხადება კოკოითის სეპარატისტული მთავრობის ე.წ. რწმუნებულის მოადგილემ პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხები მერაბ ჩიგოევმა გააკეთა.
მისი თქმით, ვერსია იმის შესახებ, რომ გენადი ფლიევი თვითნებურად გადავიდა საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის მისიის შტაბის ხელმძღვანელის ფიშერის მიერ იყო გახმოვანებული მაშინ, როდესაც იგი შემთხვევის ადგილს ათვალიერებდა.
"ფიშერმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ჩამოსვლამდე ისინი ფლიევს შეხვდნენ და მან მათ განუცხადა, რომ შუაღამისას იგი თავად მიუახლოვდა ქართულ საგუშაგოს, რომელიც სოფელ ნიქოზში მდებარეობს. ფიშერის განცხადებით, მას ფლიევმა უთხრა, რომ ქართულ საგუშაგოს იმისათვის მიუახლოვდა, რომ საგუშაგოზე მყოფ ჯარისკაცებს მისი თხოვნა გადაეცათ დიმიტრი სანაკოევისათვის რომელთანაც იგი შეხვედრას ითხოვდა. სწორედ ამ დროს იგი დააკავეს. ამაზე ჩვენ მკაცრი პროტესტი გამოვთქვით და განვაცხადეთ, რომ შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ღამის სამ საათამდე იგი მორიგეობდა და ქართულ საგუშაგოთან ღამის 12 საათზე ვერ იქნებოდა. ამის შემდეგ ფლიევი ახლი დაბრუნდა თანამრომელთან ერთად და იგი გაიტაცეს სწორედ მაშინ, როდესაც მას აცილებდა, ანუ დაახლოებით დილის 5-6 საათზე",_ აცხადებს მერაბ ჩიგოევი.
ჩიგოევმა განაცხადა ისიც, რომ ევროკავშირის დამკვირვებლების მიერ შემთხვევი ადგილის მონახულების შემდეგ მას ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ჰანს იორგ ჰაბერი, რომელმაც მას განუცხადა, რომ ისინი ფლიევს კვლავ შეხვდნენ, რომელმაც იგივე გაიმეორა, რაც ადრე ჰქონდა ნათქვამი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, გენადი ფლიევის გატაცებას მისი ნათესავებიც ადატურებენ.
ჩიგოევის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვები ადგილიდან აღებულია სისხლის კვალის ნიმუშები. ე.წ. სამხრეთ ოსური მხარე ევროკავშირის დამკვირვებლების მიერ წამოყენებულ ვერსიას არ ეთანხმება და დაჟინებით მოითხოვს, რომ მიღებული იქნეს მისი ვერსია ფლიევი გატაცების შესახებ.
"ჩვენ გავარძელებთ მუშაობას ამ მიმდრთულებით ევროკავშირთან და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს კომისართან თომას ჰამარბერგთან. ეს თემა ასევე გახდება ჟენევის დიკუსიებზე განხილვის საგანი, რომლის მორიგი რაუნდი 2010 წლის 28 იანვარს გაიმართება", _ აცხადებს ჩიგოევი.
შეგახსნებთ, რომ გენადი ფლიევი საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ ნიქოზი დააკავეს. იგი რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოვიდა. ფლიევი შეიარაღებული იყო.