ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა რეალური ოპოზიციური ძალების გაერთიანებაა, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა რესურსი, ოპოზიცია, რომელიც რეალურად იბრძვის ხელისუფლების წინააღმდეგ, გაეერთიანებინა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ხელისუფლების შეცვლა და გამარჯვების მიღწევა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე კი მიიღებს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას "დემოკრატიულ მოძრაობა" ,ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: "როდის ჩატარდება არჩევნები და მიიღწევა თუ არა ელემენტარული სამართლიანი პირობები მათ ჩასატარებლად, ჯერ არ ვიცით. ჯერ-ჯერობით ვცდილობ, როგორც დასავლეთს, ისე ქვეყნის შიგნით არსებულ ოპოზიციას ხმა გავაგონოთ, თუ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი ჰქონდეს. თუ ამას არავინ შეისმენს და გადაწყვეტს, რომ ისინი მართლები არიან და მე ვცდები, რას ვიზამთ... გამიხარდება, თუ ვცდები, მაგრამ ვაიდა უმცირესობა ვართ მართალი?! მაშინ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა ძალიან გართულდება".