ახალგორის მოსახლეობის დოკუმენტების დამოწმებას საოკუპაციო რეჟიმის ნოტარიუსი ათ დღეში დაიწყებს.
პროცესი დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის ახალგორში ნოტარიუსის ჩაუსვლელობის გამო გადაიდო.
არსებული ინფორმაციით, ცხინვალიდან ახალგორში ნოტარიუსი საგანგებოდ დოკუმენტების რუსული ასლების დასამოწმებლად ჩავა.
რუსი მესაზღვრეების მოთხოვნით, 20 იანვრიდან ახალგორის ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარსე გადასვლისას რაიონის მოსახლეობამ ქართული პირადობისა და დაბადების მოწმობების ნოტარიულად დამოწმებული რუსული ასლები უნდა წარადგინონ. ამის მიზეზად ოკუპანტები და სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები რუსი მესაზღვრეების მიერ ქართული ენის არცოდნას ასახელებენ.