ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრები პარტიაში არა ფულის გამო, არამედ იდეის გამო არიან.
"ეს ადამიანები ჩემთან ფულის გამო არ არიან. ესენი არიან იდეის გამო. მათ ისევე უყვართ სამშობლო, როგორც მიყვარს მე. უნდა გავიაზროთ ყველამ თუ როგორ გამოვიყვანოთ ჩვენი სამშობლო დღევანდელი მდგომარეობიდან", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფის არცერთი წევრი არ იმსახურებს შეკითხვას - "მოვიდნენ თუ არა ისინი ფულის გამო?".
"ისინი მოვიდნენ "ქართულ ოცნებაში" იმისთვის, რომ სამშობლო გაანთავისუფლონ დღევანდელი პირობებისგან და ხელისუფლებისგან. მათგან ძალიან ბევრი არ იღებს ხელფასს და ხელფასის გადახდა დანაშაული არ არის", - აღნიშნა ივანიშვილმა.