ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში სომხეთმა მაქსიმალური ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს. განცხადება ამის შესახებ სომეხმა აღმოსავლეთმცოდნემ, ექსპერტმა რუბენ საფრანსტიანმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემთხვევაში სომხეთი საბრძოლო მოქმედებებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს, პირიქით, "ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებით მან ირანთან კეთილმეზობლური ურიერთობა უნდა შეინარჩუნოს ამასთან ერთად კი ასევე უნდა შეინარჩუნოს კარგი სტრატეგიული ურთიერთობები რუსეთთან და აშშ-სთან".
"მსგავსი გამოცდილება სომხეთს აქვს. ამის მაგალითი 2008 წლის აგვისტოს ომია, როდესაც სომხეთმა კარგი ურთიერთობები შეინარჩუნა როგორც საქართველოსთან ისე რუსეთთან", _ აცხადებს ექსპერტი.