საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქართველი სამართალდამცველები იძიებენ ფაქტს, რომელიც უკავშირდება საქართველოში ისრაელის ელჩის პირად ავტომობილზე აღმოჩენილ ასაფეთქებელ მოწყობილობას.
"ქართველი სამართალდამცველები იძიებენ ფაქტს. როგორც კი გამოძიება დამთავრდება საზოგადოებას მაშინვე მიაწვდიან ინფორმაციას", - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პოლიციამ საქართველოში ისრაელის ელჩის იცხაკ გერბერგის პირადი მძღოლის ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული ასაფეთქებეული მოწყობილობა გააუვნებელყო.