გრემი-ს დაჯილდოებაზე 2011 წლის საუკეთესო სიმღერად დასახელდა ადელი-ს Rolling In The Deep, რომელსაც ადელი პოლ ეპვორტთან ერთად ასრულებს. წლის საუკეთესო ალბომად ასევე ადელის ალბომი - "21" დასახელდა. ადელმა არავის დაუთმო პირველობა "წლის საუკეთესო ჩანაწერის" ნომინაციაშიც. აღნიშნულ ნომინაციებში ადელმა ისეთი შემსრულებლები დაამარცხა როგორიცაა ბრუნო მარსი, კეიტი პერი, Foo Fighters, ლედი გაგა, რიჰანა და სხვები. ადელმა გაიმარჯვა პოპის საუკეთესო სოლო შესრულებაშიც სიმღერით - Someone Like You. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელმა მომღერალმა მთლიანობაში 6 გრემი მიიღო. 5 გრემი მიიღო Foo Fighters-მა, კანიე ვესტმა კი -4.
საუკეთესო ახალბედა შემსრულებლად ბონ ი ევა დასახელდა. პოპის საუკეთესო დუეტურ ნამუშევრად ტონი ბენეტისა და ემი უაინჰაუსის სიმღერა Body And Soul მიიჩნიეს. პოპის საუკეთესო ინტსრუმენტალურ ალბომად ბუკეტ თ.ჯონსის - "გზა მემფისიდან" დაასახელეს. ქანთრის საუკეთესო შემსრულებლად ტეილორ სვიფტი დასახელდა. სვიფტის ალბომმა და სიმღერამ გაიმარჯვეს ქანთრის წლის საუკეთესო ალბომისა და სიმღერის ნომინაციებშიც.
გრემის 54-ე დაჯილდოებაზე სულ 78 ნომინაციაში დაასახელეს გამარჯვება. ბევრისთვის მოულოდნელად.
დაჯილდოების მთავარი თემა უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალება იყო. ღონისძიება წამყვანმა LL COOL J-მა უიტნი ჰიუსტონზე ლოცვით გახსნა.