პოლონელი მომღერალი, ნატალია ლეცის მონაწილეობით ბათუმზე ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგის მენეჯერმა, გვანცა რაზმაძემ განუცხადა.
"ნატალია საქართველოში ერთხელ უკვე იყო და ჩაწერა სიმღერა ბათუმზე. ამჯერად კი "Breakfast TV"-ის გადამღები ჯგუფი, ბათუმზე 4 სიუჟეტს მოამზადებს, სადაც მთავარი მონაწილე ნატალია ლეცი იქნება და ის ისაუბრებს ქალაქის შესახებ. ყნატალი მოყვება როგორ ჩამოვიდა და აღმოაჩინა ბათუმი. ეს სიუჟეტები ფილმის სახით იქნება, რომელიც "Breakfast TV"-ის ტელევიზიაში გავა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რაზმაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმზე სიმღერა 1964 წელს ჯგუფმა "ფილიპინკი" შეასრულა. ამჯერად კი გათანამედროვებული ინტერპრეტაციით ნატალია ლეციმ იმღერა.
როგორც ცნობილია 12-15 თებერვალს საქართველოს პოლონელი ჟურნალისტების 12-კაციანი ჯგუფი სტუმრობს, რომელშიც შედის ტელევიზია "Breakfast TV"-ის გადამღები ჯგუფი, მათ შორის ცნობილი პოლონელი მომღერალი და სელებრითი ნატალია ლეცი.