12 თებერვალს, 18:30 საათზე, კინოს სახლში (ძმები კაკაბაძეების 2) გაიმართება არტსაღამო.
საღამო ორ განყოფილებად ტარდება. პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება პოეტებისა და არტისტების, გიორგი ბუნდოვანის, მარიკა ჟორჟოლიანისა და რევაზ კახიძის პოეზია. პოეტების ლექსებს საკუთარი მუსიკით გააფორმებს არტისტი შალვა გალაგონი.
საღამოს მეორე ნაწილი დაეთმობა მულტიმედია არტჯგუფ "სტიგმატის" 2-3 ახალი მინიარტფილმს (კინოპოეზია/Film-Poetry!). ასევე, წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი არტისტისა და მხატვრის - ნინო ლომაძის მინიფილმები.