თბილისის ივენთ ჰოლში თბილისის მერიის ორკესტრი "ბიგ ბენდი" და მისი სოლისტები კონცერტს მართავენ. როგორც საღამოს მენეჯერმა ეკა კუპრეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" განაცხადა, კონცერტი ქართული ხელოვნების საღამოების ფარგლებში იმართება.
"კონცერტი თებერვლის დასაწყისში დაიგეგმა, პროექტ " ქართული ხელოვნების საღამოების" ფარგლებში გადავწყვიტეთ მსგავსი ტიპის კონცერტებიც ჩაგვერთო, რადგან სულ ცეკვის ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას, რაც საღამოს ერთფეროვანს ხდიდა", - განაცხადა კუპრეიშვილმა.
კონცერტი თბილისის ივენთ ჰოლში 24 თებერვალს, 20:00 საათზეა დაგეგმილი.