დღეს, 9 თებერვალს, 19:00 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლის "ფსიქოზი 4.48" პრემიერა გაიმართება. თანამედროვე დრამატურგის, სარა კეინის პიესის მიხდვით სპექტაკლი რეჟისორმა მაკა ნაცვლიშვილმა დადგა.
"ფსიქოზი 4.48" სარა კეინის უკანასკნელი და ყვალაზე სკანდალური პიესაა. დრამატურგმა 28 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მისი დეპრესიის მთავარი მიზეზი "გაორება" იყო. პიეასში ის ესაუბრება საკუთარ თავს, რომელიც ვერ იპოვა, "მოგონილ" სატრფოს (მკურნალი ექიმის სახით), რომელიც ასევე მისი ფანტაზიის ნაყოფია და ღმერთს, რომელმაც "ზურგი აქცია".
სარა კეინის შემოქმედების საავტორო უფლებას იცავს ბრიტანული კომპანია "CASAROTTO RAMSAY&ASSOCS" , მათ მიერ გაცემული ლიცენზიით საქართველოში პირველად შედგება პრემიერა სპექტაკლისა "ფსიქოზი 4.48". ლიცენზიის ერთ-ერთი მოთხოვნაა პიესის ლიტერატურული სტილისტიკის დაცვა და მასში გამოყენებული ყველა უცენზური სიტყვისა თუ გამონათქვამის შენარჩუნება.
სპექტაკლი თარგმნა თამუნა ჯაფარიძემ. მონაწილეობენ მსახიობები მარი კიტია და რუსკა მაყაშვილი.