საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები" იტალიაში გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის პრეზიდენტმა, დარეჯან კუხიანიძემ განუცხადა, ქართული კულტურის დღეები იტალიაში უკვე მე-16-ჯერ იმართება.
"ამჯერად ფესტივალის ფარგლებში ზუგდიდის ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი "ოდოია" მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლი 20-ზე მეტ ნომერს შეასრულებს. საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები" აგრძელებს თავის საქმიანობას. რომსა და ფლორენციაში ვმართავთ კონცერტებს, სადაც ასევე, გვექნება შეხვედრა თანამემამულეებთან", - განაცხადა ფესტივალ "ჩვენებურების" ვიცე-პრეზიდენტმა, დარეჯან კუხიანიძემ.
ფესტივალისთვის საგანგებოდ სამი იტალიური ნომერიც მომზადდა. ფესტივალის ფარგლებში ორი კონცერტი იგეგმება. წარმოდგენას ანსამბლი "ოდოია" რომში 9 თებერვალს გამართავს. დასკვნითი კონცერტი კი 12 თებერვალს ფლორენციაშია დაგეგმილი.
ანსამბლი "ოდოია" იტალიაში გუშინ, გამთენიისას გაემზგავრა და 18 თებერვალს დაბრუნდება.