ცნობილი კანადელი რეჟისორი, "ტიტანიკისა" და "ავატარის" შემქმნელი ჯეიმს კემერონი, 2012 წლის ბოლოს საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში აპირებს გადასვლას. მან ჩრდილოეთ ვაირარაპაში ორი დიდი ნაკვეთი შეიძინა.
კემერონისთვის კარგად არის ცნობილი ეს ქვეყანა, სადაც კინოფილმ "ავატარის" გადაღებები მიმდინარეობდა. 2011 წელს "ჰობიტის" გადაღების დროს იგი ესტუმრა ქვეყანას, რათა შეეფასებინა სტერეოსკოპიული კონოფილმების შექმნის პროცესი.
"იგი აპირებს გადავიდეს საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში საკითარ ოჯახთან ერთად,
რადგან მის მიერ ნაყიდი ნაკვეთების მთავარი დანიშნულება "საფერმერო მეურნეობაა", - იუწყება ასოციეტედ პრესი.
აღსანიშნავია, რომ კემერონის მეზობლად ცნობილი ახალზელანდიელი კინომატოგრაფის პიტერ ჯექსინის აგარაკია, რომელთანაც რეჟისორს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.