23 თებერვალს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ კინოცენტრში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსების კონკურსის პირველი ტური გაიმართება.
ეროვნული კინპოცენტრის მიერ 2012 წლის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი იყო სამი პროექტი: 1."ფარაჯანოვი"(პროდიუსერი შპს "ჯემინი", რეჟისორები ოლენა ფეტისოვა, სერჯ ავედიკიანი). პროექტი წარმოადგენს კოპროდუქციას, საქართველოს, უკრაინა, საფრაგენთი, ნორვეგია და სომხეთი; 2. "ურსუს"(პროდიუსერი შპს სტუდია "ო", რეჟისორი ოთარ შამათავა) პროექტი ქართულ-უკრაინულ-გერმანული კოპროდუქციაა; 3. "ძმა" (პროდიუსერი შპს. "სინეტექი" რეჟისორი თეონა მღვდელაძე). პროექტი წარმოადგენს კოპროდუქციას საფრანგეთსა და საქართველოს შორის.