მიხეილ სააკშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ლევან ბეაჟშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს გაყალბებული ოქმებისა და ბიულეტენებთან დაკავშიერბით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამ შემთხევავში მოქმედებს პატარკაციშვილის გეგმით, რომელიც თავიდანვე მიუთითებდა რომ არჩევნების დღეს უნდა აფრიალებულიყო ორი ტომარა ბიულეტენები, რომელიც ვითომდა გაყალბებული იქნებოდა.
ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიცია ცესკოს არ აძლევს ნორმალური მუშაობის საშუალებას და ისინი ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაშიში შეჭრისა და ძალადობის გზით ცდილობენ გარკვეუილი რეზულტატის მიღებას.
"ვფიქრობ, რომ ის ბიულეტენები, რომელიც ოპოზიციამ წარმოადგინა და რომელიც ვითომდა გაყალბებული იყო ცესკოში მათი კომისიის წევრების მხრიდანაა ფალსიფიცირებული, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს არჩევნები გაყალებებულია. ფაქტობრივად ეს არის პატარკაციშვილის გეგმა, რომელიც იმთავიდანვე მიუთითებდა რომ არჩევნებზერ ორი ტომარა ბიულეტინი უნდა აეფრიალებინათ. ოპოზიცია არ აძლევს ცესკოს მუშაობის საშუალებას და მათ მხოლოდ გაურკვეველი ფორმის ბიულეტინებიDწარადგინეს და ამაზე ცესკოს განხილვის საშუალებაც კი არ მისცეს", - განაცხადა ბეჟაშვბილმა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები საქმიანობას ასეთივე ძალადობით გააგრძელებენ, მათ მომავალშიც გაუჭირდებათ სასურველი შედეგის მიღება.