საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველოსთვის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელის თქმითაც, მოსკოვი მზად არის საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენისთვის.
"საქართველოსთვის რუსეთთან ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები სასიცოცხლო ინტერესს არ წარმოადგენს, თუმცა არც არასოდეს ამის წინააღმდეგი არ ვართ", - აღნიშნა დარჩიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი შემოთავაზება არადექვატურობის გაგრძელებაა და არსებულ რეალობაში, სასაცილოა.
მისივე თქმით, რუსეთისთვის სასიცოცხლო ინტერესია ევროკავშირთან და აშშD-სთან ნორმალური ურთიერთობების ქონა, მაგრამ მათ ეს არ ესმით.
"საქართველო რითიც უნდათ მოხიბლონ, ეს არადეკვატურობის გაგრძელებაა. ქვეყანას წაართვა ტერიტორიები, ემუქრებოდე და მის ხელისუფლებას არ ცნობდე, რაღაც ეკონომიკაზე მელაპარაკები. ეს სასაცილოა", - მიაჩნია დარჩიაშვილს.