პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის აგარაკიდან სხვადასხვა სახის ნივთებით დატვირთული უკვე ექვსი მანქანა გავიდა. უცნობია, რა მიმართულებით მიაქვთ ბურჯანაძის კუთვნილი ქონება.
წყნეთის აგარაკის ქონებისგან დაცლა რამდენიმე ხნის წინ დაიწყო. ადგილზე სოდ-ის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
თავად ბურჯანაძე, მამამთილის გარდაცვალების გამო, თბილისში არ იმყოფება. მისი ქონება კი, როგორც ცნობილია, აუქციონზე იყიდება.