მადრიდის "რეალი" არგენტინელი ფორვარდის, გონსალო იგუაინის გასხვისებას გეგმავს. მის ადგილას მიაზრებიან ბილბაოს თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე და "სიტის" ფორვარდი, სერხიო აგუერო. ლორენტეს სანაცვლოდ, "რეალი" 60 მლნ. ევროს გამოყოფას აპირებს, რაზეც უარს "ბილბაო" ნამდვილად ვერ იტყვის. რაც შეეხება იგუაინს, მას კონტრაქტი მადრიდელებთან წლევანდელ ზაფხულში უმთავრდება.
იგუაინი მადრიდში 2007 წელს გადავიდა და ჩატრებულ 146 შეხვედრაში 83 გოლი გაიტანა.