26 თებერვალს ფლორიდის ქალაქი ორლანდო ნბა-ს ყველა ვარსკვლავის მატჩს უმასპინძლებს. ეს არის რიგით 61-ე „ოლ სტარი". მასში ტრადიციულად აღმოსავლეთის და დასავლეთის 12-12 ვასრკვლავი მიიღებს მონაწილეობას. ვარსკვლავთა მატჩისთვის სასტარტო ხუთეულები გულშემატკივართა გამოკითხვით დგება, 7-7 სათადარიგოს კი რამდენიმე დღის შემდეგ ნბა-ს გუნდების მწვრთნელები აკომპლექტებენ. გულშემატკივართა გამოკითხვა დასრულებლია და უკვე ცნობილია, რომელი 10 მოთამაშე დაიწყებს ამ პრესტიჟულ შოუ-თამაშს.
აღმოსავლეთი: დერიკ როუზი (ჩიკაგო), დუეინ ვეიდი (მაიამი), ლებრონ ჯეიმსი (მაიამი), კარმელო ენტონი (ნიუ იორკი), დუაიტ ჰოვარდი (ორლანდო)
დასავლეთი: კრის პოლი (კლიპერსი), კობი ბრაიანტი (ლეიკერსი), კევინ დურანტი (ოკლაჰომა), ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი), ენდრიუ ბაინამი (ლეიკერსი).