„პსჟ"-ს ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, სამომავლო გეგმებში, სატრანსფერო პოლიტიკაში, ცვლილებებს არ გეგმავს.
„ამჟამად „პსჟ"-ში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც თავისფულად შექმნიან კონკურენტუნარიან გარემოს, რლეიც ფეხბურთელების მოტივაციას გაზრდის. კლუბმა, იანვრის სატრანსფერი ფანჯრის დროს, ბევრი სახელოვანი ფეხბურთელი შეიძინა, თუმცა ეს ყველაფერი ფინანსების მაქსიმალური დაზოგვით მოახერხა. რაც შეეხება კარლოს ტევესის გადაბირებას, ჩვენ მასთან ფინანსური საკითხები ვერ შევათანხმეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ამჟამად გუნდში მყავს, დასახულ მიზანს მაინც მივაღწევთ,"-განაცხადა ილატიელმა სპეციალისტმა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პარიზულ კლუბს შეუერთდნენ ტიაგო მოტა, ალექსი და მაქსველი.