"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების ოფისიდან მოგებას არ აპირებს. მისი თქმით, უახლოეს ხანებში ჩამოყალიბდება კოალიციის საქალაქო შტაბები, რის შემდეგაც მოსახლეობასთან შეხვედრები, თავად ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც დაიწყება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
"ბიძინა ივანიშვილი არჩევნების ოფისიდან მოგებას არ აპირებს, თუმცა ქვეყანაში არსებული ვითარება სრულფასოვანი კამპანიის ჩატარების საშუალებას არ გვაძლევს. ბიძინა ივანიშვილი კი არა, მე და ირაკლი ალასანიას დაგვყვება ორ-ორი მანქანა, როცა სადმე შეხვედრაზე მივდივართ და ვისაც ვხდებით იმ ადამიანებს შემდგომ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები აკითხავენ", - განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
უსუფაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე გამართა, თუმცა უსუფაშვილი აღნიშნული რეგიონებ არ აკონკრეტებს.