„ბარსელონას" ყოფილი მეკარე, პორტუგალიელი ვიტორ ბაია, თვლის რომ მისი თანამემამულე, ჟოზე მოურინიო „ბარსას" მსვენოივრად უთავკაცებდა და მასთან ერთად ბევრ წარმატებას მიაღწევდა.
„მოურინიო- მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ის მართლაც განსაკუთრებულია. ის იქნებოდა იდეალური თავკაცი „ბარსელონასთვის". ჟოზე შეუძლია ადვილად გაიაროს ადაპტაცია, ნებისმიერი სტილის გუნდში,"-განაცხადა ვიტორ ბაიამ.
„მოურინიო, როგორც მწვრთნელი, ყოველდღიურად ვითარდება. „პორტოში", „ჩელსისში", „ინტერში" და „რეალში" განსხვავებულ ფეხბურთელებთან ჰქონდა ურთეირთობა, თუმცა ყველგან ახერხებდა წარმატების მიღწევას და ტიტულების მოპოვებას,"-დაასრულა პორტუგალიელმა.
ვიტორ ბაია „ბარსელონაში" 1996-1999 წლებში თამაშობდა, სადაც მხოლოდ 39 მატჩი ჩაატარა. ესპანეთში ყოფნისას, ბაია 2-ჯერ გახდა ესპანეთის თასის მფლობელი, და ერთხელ ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული.