ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მოწყობილობა კბილის კარიესის ადგილების უმტკივნეულო დამუშავებისთვის.
მოწყობილობა იყენებს ცივი პლაზმის ჭავლს, რომელიც გაუსნებოვნებს კარიესით დაზიანებულ კბილს.
გარდა ამისა, პლაზმა ცვლის დასამუშავებელი ზედაპირის სტრუქტურას, რომლის წყალობითაც დასაბჟენი მასალა მტკიცედ უერთდება კბილის ქსოვილს.
სტომატოლოგები აცხადებენ, რომ კარიესი კბილის დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია და ის დედამიწაზე მცხოვრებ თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს.