საპარლამენტო უმრავლესობა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს არადეკვატურს უწოდებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილისგან იმის თქმა, რომ თურმე საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მიხეილ სააკაშვილის პერსონა უშლის ხელს, არადეკვატურია.
"მისი ნათქვამი არადაეკვატურია, რადგან საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის ხელმძღვანელობთ უახლოვდება ნატოს და მისი პრიორიტეტია სწორედ ნატოში გაწევრიანება. ნატოს გენერალური მდივანიც და ნებისმიერი წარმომადგენელი გეტყვით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო დაუახლოვდა ნატოს. ამაზე მეტყველებს ინსტიტუციური ცვლილებებიც, ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასვლა, სამოქმედო გეგმა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები", - განაცხადა გაბაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ივანიშვილის მთავარი იდეაა მეგობრობა პუტინთან, რომელიც თურმე რუს ხალხს მოსწონს, თანაც, საქართველომ უნდა აღიაროს, რომ მან დაიწყო ომი, ბოლო 20 წლის მოვლენებში ის არის დამნაშავე და მხოლოდ ამის შეიძლება ურთიერთობების დაწყება.
"ივანიშვილის შემთხვევაში ასეთი ტიპის აზროვნებასთან გვაქვს საქმე, რომელიც, საბედნიეროდ, ცივილიზებული ძალების მიერ არ არის გაზიარებული", - დასძინა გაბაშვილმა.