ე.წ. სამხრეთ ოსური მხარე მოანაწილეობას არ მიიღებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში შემუშავებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში. ეს შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა ინიციატივით უნდა ჩატარებულიყო.
"სამხრეთ ოსურმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებათა ფარგლებში არაერთგზის გააფრთხილა ყველა, რომ მანამ ვიდრე ჩვენ არ მივიღებთ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების შესახებ ჩვენ ამ შეხვედრებში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება",_ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი და დასძენს, რომ ოსურმა მხარემ დღემდე არაფერი არ იცის თავისი მოქალაქეების ბედ-იღბლის შესახებ.