თბილისში ორგანიზებულ დამნაშავეთა ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს. სპეცოპერაცია შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა პოლიციის საქალაქო სამმართველოსთან ერთად ჩაატარა.
შოთა შავლაშვილს, ლაშა სარიას, კახა ასლამაზიშვილს, მიხეილ რეხვიაშვილსა და შოთა გათენაშვილს ყალბი ანგარიშ-ფაქტურების დამზადება ბრალდებათ. საუბარი 40 ათას ლარად შეფასებულ პროდუქციაზე, რომლებზეც ეჭვმიტანილებმა გაყალბებული დოკუმენტაცია წარმოადგინეს და ამით ბიუჯეტს რამდენიმე ათას ლარიანი ზარალი მიაყენეს.
"დაკავებულია ყალბი ანგარიშ-ფაქტურების დამამზადებელი ორგანიზებული ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ამზადებდნენ და სხვა და სხვა პირებზე ასევე ფირმებზე ასაღებდნენ ყალბ ანგარიშ ფაქტურებს. სხვათაშორის ერთ-ერთი დაკავებული პირი წარსულში ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევია. აღნიშნული პირები მიცემულნი არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით", _ აცხადებს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა გილიგაშვილი.