საქართველოს სპეცსამსახურების საქმიანობის გააქტიურება მოსაზღვრე რეგიონში დესტაბილიზაციისკენ და აფხაზეთის ოფიციალური სტრუქტურებისადმი ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის დადაბლებისკენაა მიმართული. განცხადებას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელშიც გალში გუშინ გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აგრძელებს საუბარს.
"შეხვედრა ადრე არაერთგზის წინ წამოწეული საკითხების გაიხსნა, კერძოდ, აფხაზურმა მხარემ, არაერთგზის წამოსწია წინ საკითხი ქართული მხარის მიერ დაკავებულ აფხაზეთის მაცხოვრებლებზე მ.ყოლბაიაზე, თ. ხასაიაზე და დ. გურჯიაზე. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი განხილვის სტადიაში იმყოფება და უფრო დეტალურ ინფორმაციას ამის შესახებ მომავალ შეხვედრაზე წარმოადგენს", _ იუწყება აფხაზური მხარე და აგრძელებს, რომ მათ შეხვედრაზე ასევე დააყენეს 2011 წლის 29 იანვარს "სავარაუდოდ საქართველოს სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ბადრი სამუშაიას, ვალმერ ბუთბასა და თამაზ კვეკვესკირის მკვლელობის საქმე. ქართული მხარე უარყოფს ამ მკვლელობაში თავის მონაწილეობას, თუმცა აფხაზური მხარის მიერ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, ქართულმა მხარემ ასევე გამოთქვა მზადყოფნა დამნაშავის დაკავებაში დახმარების გაწევის შესახებ", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე თითქოს აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი ქართველი მღვდელმონაზონის იონას საკითხი დააყენა, რაზეც აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ "აფხაზეთის სასაზღვრო სტრუქტურებს ოფიციალური დასტური იმისა, რომ სასულიერო პირმა აფხაზეთის საზღვარი გადაკვეთა არ გააჩნიათ. არც გალის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადასტურეს მისი დაკავების ფაქტი".
ამას გარდა, აფხაზური მხარე კვლავ გამოვიდა ინიციატივით დაიწყოს პროცესი მექანიზმის შეთანხმების შესახებ, რომელიც ორივე მხარე დამნაშავეების ერთმანეთისათვის გადაცემასა და მათზე ინფორმაციის გაცვლის ვალდებულებას აიღებს.