აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტობის შეხვედრაზე მიღწეულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გოკა გაბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ შეხვედრაზე მიღებულმა კონკრეტულმა შედეგებმა მოლოდინს გადაჭარბა. მინდა დავიწყო ობამას უკანასკნელი ინიციატივით, რომ დავიწყოთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საუბარი, რაც არის ახალი ეტაპი საქართველოს ეკონომიკისთვის, რაც ნიშნავს გაცილებით მეტ ინვესტიციებს ამერიკიდან და აშშ-სთან უფრო ინტენსიური ვაჭრობის რეჟიმს და საქართველოსთვის დიდ ეკონომიკურ ნაბიჯს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გაბაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე და აღნიშნა, რომ ამერიკის მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანი.
"ასევე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე დემოკრატიული რეფორმებისა და თავისუფალ არჩენების მოლოდინის ჩათვლით", - განცხადა გოკა გაბაშვილმა და აქვე დასძინა, რომ პრეზიდენტების შეხვედრა 100% შედეგიანი და პოზიტიური იყო.