გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი 33-ე შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს შს სამინისტრის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაბშივა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, რომ რაიმე სახის კონკრეტული შედეგის შეხვედრა არ დასრულებულა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაუჩინარებული ქართველი მღვდელმონაზონის საკითხი.
"აფხაზური მხარე დაგვპირდა, რომ ისინი სასულიერი პირს მოძებნიან და შეეცდებიან გაარკვიონ თუ სად იმყოფება იგი ამჟამად", _ აცხადებს უტიაშვილი თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ აფხაზურ მხარეს შეხვედრაზე ცალსახად არ დაუფიქსირებია თუნდაც ის ფაქტი, რომ გაუჩინარებული სასულიერი პირი სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი, 34-ე შეხვედრა გალში 29 თებერვალს გაიმართება.