"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრის, დეპუტატი გურამ ჩახვაძის შეფასებით, აშშ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი ეპატი იწყება.
ამის შესახებ ჩახვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა.
"საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც შევადარებდი ქუჩას ორმხრივი მოძრაობით. ამერიკა თავის თავზე იღებს ვალდებულებას ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც არის განათლება, უსაფრთხოება, ნატოსთან მიმართებაში მხარდაჭერა და თავისუფალი ვაჭრობა", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, საპასუხოდ საქართველოსაც აქვს თავისი ვალდებულება, კერძოდ კი ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტები და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიან და დემოკრატიულ პირობებში.
"ამერიკა არის დემოკრატიული სახელმწიფო და მისთვის მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ჩატარდეს კონკურენტუნარიან და სამართლიან პირობებში, დანარჩენი ხელისუფლებაში ვინ იქნება ეს უკვე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია", - განაცხადა ჩახვაძემ.