ობამას ადმინისტრაცია ასეთ შეხვედრებს მხოლოდ მნიშვნელოვან პარტნიორი ქვეყნების პირველ პირებთან მართავს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე სააკაშვილი ობამას შეხვდრისას განაცხადა.
"პირველ რიგში მინდა გამოვხატო ის კმაყოფილება, რომელიც დამეუფლა წუხელ, როდესაც მოვისმინე იმ საკითხების ჩამონათვალი, რაც იყო განხილული საქართველო აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრაზე. რამდენადაც ვიცი, ობამას ადმინისტრაცია ასეთ შეხვედრებს მხოლოდ მნიშვნელოვან პარტნიორი ქვეყნების პირველ პირებთან მართავს, რომლებიც აშშ-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი გახლავთ საქართველო და ეს დადასტურდა საკითხების იმ სპექტრით, რომელზეც შეთანხმება იქნა მიღწეული. ბუნებრივია ეს არის პირველ რიგში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება", - განაცხადა რურუამ.
მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. "საქართველო აშშს ბაზრის სახით იძენს უდიდეს ბაზარს ექსპორტისთვის და ეს არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის განვითარება. ამასთან აშშ ძალიან ღიად მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და მიაჩნია, რომ საქართველო რეგიონში ამ პროცესის ყინულმჭრელია. ეს ბუნებრივია, ჩვენ საქმიანობას კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას და წონას სძენს", - განაცხადა რურუამ.