საქართველოს და აშშ-ს პრეზიდენტს შორის შეხვედრის დროს ირანის საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"ირანის საკითხი საერთოდ არ იყო დღის წესრიგში, შესაბამისად არც განხილვის საგანი არ გახდებოდა ეს თემა. გაუგებარი და უცნობია საერთოდ საიდან წამოვიდა ეს საკითხი. ირანის თემასთან ან სხვა რაიმე სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილსა და ბარაკ ობამას შორის განხილვა საერთოდ არ ყოფილა" - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამას 30 იანვარს ვაშინგტონში თეთრ სახლში შეხვდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის საკითხი იყო.