ბედიის ტაძარში მეფე ბაგრატ III ის ფრესკა ქართველებმა გაანადგურეს. ქართულ -აფხაზური კონფლიქტის დროს ბედიის ტაძარს ქართული არტილერია ესროდა. ეს განცხადება
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს უფროსმა ანზორ აგუმაამ გააკეთა.
"უძველესი ფრესკები საუკუნეების განმავლობაში იშლება. ქართულმა მხარემ ეს საკითხი პოლიტიკური მოსაზრებების გამო წამოსწია წინ. ყველა მოედანზე ისინი ცდილობენ რაღაც ხელმოსაჭიდი ნახონ - ახლა ძეგლებს მიადგნენ. რა თქმა უნდა იმაზე, რასაც ქართული მხარე წერს "ოკუპირებულ ტერიტორიებზე" "ქართულ ტაძრებზე" და ა.შ მე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ სისულელეებზე პასუხის გაცემა არ მინდა", _ აცხადებს ანზორ აგუმაა.
მისივე თქმით, მეფე, რომელსაც ქართველები ბაგრატ III ეს უწოდებენ, სინამდვილეში ბაგრატ II-ეა.
"როდესაც ბაგრატ II -ის ფრესკამ (თუმცა საქართველოში მას ბაგრატ III -ეს უწოდებენ, იქ მათ თავიანთი რიგითობა აქვთ) გაქრობა დაიწყო უცნობია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მისი კვალი ჯერ კიდევ საბჭოეთის პერიოდში არსებობდა. არსებობს 1983 წელს გადაღებული ფოტოსურათი, სადაც იგი ყოველი წლის გასვლის შემდეგ სულ უფრო და უფტო იშლებოდა. საბოლოოდ კი იგი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს განადგურდა 1992-1993 წწ. ქართული არტილერია ტაძარს ესროდა", _ ჰყვება აგუმაა.
აგუმაა ქართული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ აფხაზეთში ქართული ფრესკები ნადგურდება მკრეხელობას უწოდებს და ამბობს: "დღეს მკრეხელობაა განაცხადო, რომ აფხაზებმა ქართული ფრესკები გაანადგურეს. რა შუაშია აქ ქართული არ ვიცი. მინდა მხოლოდ ერთი რამ ვთქვა: მას შემდეგ რაც მათ ტაძარი დაცხრილეს და 19 საარტილერიო ჭურვი ესროლეს, რომლებიც სამხრეთის კედელს მოხვდა, ზუსტად იმ ადგილს სადაც ფრესკა იყო - ამის შემდეგ ისინი კიდევ რამეს აცხადებენ?", _ ამბობს აგუმაა.
იგივე აზრს გამოთქვამს აფხაზი ხელოვნებათმცოდნე ვინმე სურამ საქანია და აცხადებს, რომ "ბედიის ტაძარს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს ქართველმა სამხედროებმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს.
"ფრესკა თავად ირღვეოდა. თუმცა მას გამოუსწორებელი ზარალი ქართველმა სამხედროებმა მიაყენეს 1992-1993 წწ განხორციელებული დაცხრილვების დროს. ძირითადი დარტყმა სწორედ ტაძრის სამხრეთ კედელზე მოვიდა, სადაც ადრე ბაგრატის გამოსახულების ხილვა შეიძლებოდა", _ აცხადებს საქანია.
ორივე ამ მოსაზრებას ეთანხმება აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი, ქართულ -აფხაზური კონფლიქტის მონაწილე ალექსანდრე ჩანგელია.
"ბედიის ტაძარი პრაქტიკულად აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე მდებარეობდა. ქართველი მეთიურები ფიქრობდნენ, რომ სოწრედ ბედიის ტაძარში იყო თავმოყრილი აფხაზების მთავარი ძალები, სწორედ ამიტომაც ეს ტერიტორია მასირებულად იცხრილებოდა. ქართველი მეთაურები ცდებოდნენ: ჩვენი პოზიციები აქ არ იყო, სწორედ იმ მიზნით, რომ ტაძრისათვის დაცხრილვა აგვერიდებინა", _ აცხადებს ჩანგელია.