გადატვირთვის პოლიტიკის ინიციატორი ბარაკ ობამა ცდილობს არ გააკეთოს რუსეთის გამაღიზიანებელი განცხადებები. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
"ჩვენ არ ვიცით, შეეხნენ თუ არა ამ საკითხებს ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტები დახურულს კარს მიღმა. ის რომ საჯარო განცხადებებში არ ყოფილა ამ საკითებზე საუბარი ამის გაგება შეიძლება თუნდაც იმის საფუძველზე, რასაც ობამას მიმართულებით ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ - გადატვირთვის პოლიტიკის ინიციატორი ობამა ცდილობს არ გააკეთოს განცხადებები, რომელიც გააღიზიანებს რუსეთს. რუსული მოტივით ხსნიდნენ იმასაც, რომ ყურადღების მიღმა იყო დატოვებული ქართული თემა ობამას მხრიდან. ობამამ სააკაშვილთან ვიზიტი დაუშვა და შემდეგ კიდევ რუსულ თემაზე აპელირებას არ მოახდენდა. ვიზიტის დაჩქარება ვფიქრობ რომ ობამას ინტერესებში შედიოდა შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით და ასევე ამერიკელი ექსპერტების საპასუხოდ, რომლებიც ამბობდნენ რომ ამერიკამ საქართველო დაივიწყა", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ობამას განცხადებები იყო იმის დასტური, რომ ამ შეხვედრაზე მოხდა კურსის შეცვლა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობისა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა 30 იანვარს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შედგა.