უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2010 წლის 17 იანმვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მხრეებში, ყირიმში, კიევსა და სევოსტოპოლში 225 ტერიტორიული საარჩევნო ოლქი შექმნა.
ცეკოს თავმჯდომრის მოადგილის ანდრეი მაგერას განცხადებით, ტერიტორიული ოლქების რაოდენობა ჯერ კიდევ სექტემბერში იქნა განსაზღვრული, შემდგომ ის დაიგზავნა ქვეყნის რეგიონებში ყირიმში, კიევისა და სევასტოპოლში და რეგიონალური ორგანოების ხელისუფლებების შენიშვნების გათვალისწინებით შეიქმნა ტერიტორიული ოლქები.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. საარჩევნო ბლოკებს, პარტიებს უფლება ეძლევათ წამოაყენონ საპრეზიდენტო კანდიდატები, წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვბით უკრაინელ ამომრჩევლებში ყევლაზე დიდი მხარდაჭერით იულია ტიმოშენკო და ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იანუკოვჩი სარგებლობენ.