რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა პასუხობს არა მხოლოდ ამ ქვეყნების ინტერესებს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერესებსაც. ამის შესახებ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ტონი ბლინკენმა განაცხადა.
"ჩვენ ვაწარმოებთ ურთიერთობების გადატვირთვას რუსეთთან და ამას ვაკეთებთ წარმატებით. მრავალ საკუთხებში მჭიდროდ ვურთიერთობთ მასთან", - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმთ, თანამშრომლობა მიმდინარეობს მრავალი მიმართულებით.
"ეს ძალიან პოზიტიური განვითარებაა არა მხოლოდ ჩვენთვის და რუსეთისთვის, არამედ რეგიონიის ქვეყნებისთვისაც" - განაცხადა ვიცე პრეზიდენტის მრჩეველმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ურიერთობების განმტკიცბა არ იქნება მიღწეული სხვა ქვეყნების ხარჯზე.